08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
კრასნოდარის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები მიმდინარეობს

კრასნოდარის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები მიმდინარეობს.

სამხედროები ისკანდერის ტიპის სარაკეტო დანადგარების მართვას სწავლობენ. პოლიგონზე ათობით სამხედრო მანქანა გამოიყვანეს, რომლები საშუალო ფრენის სიშორის რაკეტებითაა აღჭურვილი.

რუსეთის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ არმიის მასშტაბური მოდერნიზების პროცესი 2016 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

თავდაცვის უწყება 4 ახალ დივიზიასაც ქმნის, რომლებიც ნატოს საზღვრებთან განლაგდება.

მოსკოვში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების გააქტიურებას უკავშირდება.

დღის ამბები