08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ირანის უპილოტო მზვერავმა ამერიკულ სამხედრო ხომალდზე სრულყოფილი მასალა მოიპოვა

ირანის უპილოტო მზვერავმა ამერიკულ სამხედრო ხომალდს გადაუფრინა და ფოტოები გადაუღო.

ირანული მედიის ინფორმაციით, ინცინდენტი სპარსეთის ყურეში მოხდა, სადაც ირანის შეიარაღებული ძალების წვრთნები მიმდინარეობდა.

ირანის საზღვარო ძალების მეთაურმა სამხედროებს წარმატებული ოპერაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არმიამ უცხოური ძალების სამხედრო ტექნიკის სრულყოფილი მასალა მოიპოვა.

ინფორმაცია ვაშინგტონშიც დაადასტურეს.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანული დრონი ატომურ სამხედრო ავიამზიდთან 12 იანვარს შენიშნეს. 

დღის ამბები