08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
თურქმა სამართალდამცავებმა სტამბოლში პაბლო პიკასოს დაკარგული ტილო აღმოაჩინეს

თურქმა სამართალდამცავებმა სტამბოლში პაბლო პიკასოს დაკარგული ტილო აღმოაჩინეს. საუბარია 1940 წელს შექმნილ ტილოზე, სახელწოდებით "ქალი, რომელიც თმას ივარცხნის’’.

სპეცოპერაციის შედეგად ძალოვანებმა საერთაშორისო კონტრაბანდული დაჯგუფების წევრები დააკავეს. ისინი შედევრის შავ ბაზარზე 8 მილიონ დოლარად გაყიდვას ცდილობდნენ. სამართალდამცავები მათ მყიდველებად გაეცნენ და ეჭვმიტანილები ფაქტზე დააკავეს.

ტილოს შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო წლების განმავლობაში, მას შემდეგ ეძებდა, რაც ის ნიუ–იორკში მცხოვრები კოლექციონერის სახლიდან გაიტაცეს. 

დღის ამბები