08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
თურქეთში მოკლულ ქართველებს მარნეულში გადმოასვენებენ

სტამბოლის მახლობლად მოკლული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია. დებს ემა და ელნაზ შარიპოვებს, ასევე ერთ-ერთი ქალბატონის შვილიშვილს, 19 წლის საჰიპ შარიპოვს, მარნეულში გადმოასვენებენ.

ოჯახის წევრების თქმით, შარიპოვები თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასულნი. 19 წლის საჰიპ შარიპოვი ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.

„საქართველოს გენერალურ საკონსულოს სტამბოლში და ასევე პოლიციის ატაშეს აქვთ კომუნიკაცია სამართალდამცავებთან უფრო მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით. ამ ეტაპზე თურქი სამართალდამცავებისგან დადასტურებულია, რომ საქართველოს მოქალაქეა ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, მეორე გარდაცვლილი არის თურქეთის მოქალაქე და მესამე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მოქალაქეობა დგინდება,“ - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში, საცხოვრებელ სახლში ორი დისა და მათი შვილიშვილის ცხედრები იპოვეს და სამივეს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები