08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
ხანძარი მოსკოვში-გარდაცვლილებს შორის პატარა ბავშვიც არის

მოსკოვში სამკერვალო საამქორში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი წლამდე ასაკის ბავშვია. გარდა ამისა როგორც ცნობილია მიმდინარეობს კიდევ ერთი პირის სამძებრო სმაუშაოები. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა 9 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მაშველებმა ნანგრვებეში კიდევ 3 ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, საამქროში მიგრანტები ცხოვრობდნენ.

შენობას ცეცხლი საღამოს გაუჩნდა. ცეცხლი მაშინვე მოედო მთელს ტერიტორიას და 3 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა. 

6-მა პირმა შენობიდან თავის დაღწევა შეძლო.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არ გამოირიცხება, მისი განზრახ გაჩენის ვერსიაც. 

 

დღის ამბები