08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
ჰილარი კლინტონს არჩევნებზე მხარდაჭერა ,,ნიუ-იორკ თაიმსმაც“ გამოუცხადა
ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან. პროცესი ხვალ აიოვას შტატიდან დაიწყება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი ლიდერობენ. შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს გამოკითხულთა 45, მილიარდერ ბიზნესმენს კი 28 პროცენტი ემხრობა. ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა გავლენიანმა გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსმაც" გამოუცხადა. ამერიკელები ახალ პრეზიდენტს ნოემბერში აირჩევენ.
 
 
 
დღის ამბები