07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ ბილ კლინტონის დროს ჩატარებული გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ჩატარებული გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა.

129 გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მიერ ფინანსისტისა და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დონორის, მარკ რიჩის შეწყალების დეტალებს სწავლობდა. ბიურომ მასალები ჰილარი კლინტონის მიერ პერსონალური საფოსტო სერვერის ოფიციალური მიმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოძიების პარალელურად გამოაქვეყნა. რამაც დონალდ ტრამპის რეიტინგის გაზრდა გამოიწვია. ბოლო გამოკითხვებით პრეზიდენტობის რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს ამომრჩევლთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს.

დღის ამბები