07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ქურთების მხარდამჭერი დეპუტატების დაკავება - თურქეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

თურქეთში ქურთთა მხარდამჭერი სახალხო პარტიის დეპუტატების დაკავებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მიტინგები ანკარასა და დიარბაქირში გაიმართა, სადაც გვიან ღამით 11 დეპუტატი სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

დიარბაქირში მოსახლეობა სასამართლო შენობასთან შეიკრიბა, სადაც დაკავებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. დაკავებულ პოლიტიკოსებს, რომელთა შორის პარტიის ორი ლიდერია, ქურთი სეპარატისტების მხარდაჭერასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დეპუტატების დაკავების შემდეგ ქალაქში ძლიერი აფეთქებაც მოხდა. დანაღმული მანქანა უშიშროების დეპარტამენტის შენობის წინ აფეთქდა, სადაც დაკავების შემდეგ პარლამენტარები მიიყვანეს. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები