07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
პარიზის ტერაქტების შემდეგ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი სტინგის კონცერტით გაიხსნება

პარიზის ტერაქტების შემდეგ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი გახსნისთვის ემზადება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველ კონცერტს 12 ნოემბერს სტინგი გამართავს.

ცნობილმა მუსიკოსმა საკუთარ ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ ყველა სიმღერას 13 ნოემბერს ისლამისტი ტერორისტების მიერ მოკლული უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას მიუძღვნის.

გასული წლის ნოემბერში ტერორისტებმა ბატაკლანში 90 ადამიანი მოკლეს, კიდევ 40 კი პარიზის სხვა უბნებში დახოცეს.

ბატაკლანის მფლობელების გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხმა თავდასხმების შედეგად დაზარალებულების დახმარების ფონდში გადაირიცხება. 

დღის ამბები