07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
სროლა სტამბოლში - სამართალდამცველებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლს გაუხსნეს ცეცხლი

სროლა სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტთან. სამართალდამცველებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლს გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც გაჩერების ბრძანებას არ დაემორჩილა.

სროლის შედეგად ერთი ეჭვმიტანილი დაიჭრა. ის ადგილზევე დააკავეს, მეორე კი სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციის შედეგად აიყვანეს. პოლიციელთა და მოქალაქეთა მხრიდან არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო სტამბოლის მთავარი აეროპორტი დროებით დაიკეტა, თუმცა გავრცელებული ცნობით, რეისები არ შეფერხებულა. ასევე გადაკეტილი იყო შენობასთან მისასვლელი გზებიც. ინციდენტთან დაკავშირებულ ვერსიებზე გამოძიება ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

დღის ამბები