07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ძლიერი ტორნადო იტალიაში - დაღუპულია ორი ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიურ უბედურებას იტალიაში. ძლიერმა ტორნადომ იტალიის ლაციოს რეგიონს გადაუარა. დაიღუპა 2 , ხოლო დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

ყველაზე მეტად სტიქიამ რომიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ლადისპოლი დააზარალა, სადაც ძლიერმა ქარმა შენობები და ელექტორგადამცემი ხაზები დააზიანა. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა. შეწყვეტილი იყო სარკინიგზო მიმოსვლა.

მეტეოროლოგიური სამსახურების მცნობით, იტალიაში ძლიერი შტორმი დღესაცაა მოსალოდნელი.

დღის ამბები