07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
აშშ-ში საარჩევნო უბნების გახსნამდე 24 საათზე ნაკლები რჩება

რამდენიმე საათში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები იქნება. არ არის გამორიცხული 2016 წლის არჩევნები კიდევ ერთხელ გახდეს ისტორიული ამერიკისთვის, ეს იმ შემთხვევაში თუ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს. ერთი დღით ადრე დემოკრატების კანდიდატმა კონკურენტთან ოთხ ნიშნულიანი უპირატესობა მოიპოვა და ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე უარი განაცხადა.

დემოკრატიული პარტიისა და რესპუბლიკელების კანდიდატები არჩევნების შედეგებს ნიუ-იორკში დაელოდებიან.

ხვალ ნიუ-იორკში უსაფრთხოება განსაკუთრებით იქნება დაცული. არჩევნების ღამის შეკრების ადგილებს საიდუმლო სამსახურის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების დამატებით ათასობით ოფიცერი დაიცავს.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

დღის ამბები