07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
სროლა აშშ-ში საარჩევნო უბანთან - დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მოქალაქე

არჩევნების დღეს ინციდენტი დაფიქსირდა კალიფორნიაში, სადაც ქალაქ აზუსაში ორი საარჩევნო უბნის მახლობლად უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი. ამის გამო საარჩევნო უბნის დახურვა გახდა საჭირო და ქალაქის ხელისუფლებამ ამომრჩეველს ალტერნატიული საარჩევნო უბნების ძებნა ურჩია.

პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ ინციდენტს არჩევნებთან კავშირი არ ჰქონდა. ამ დრომდე ჯერ კიდევ უცნობია დააკვეს თუ არა ეჭვმიტანილი.

დღის ამბები