07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის განსხვავებული გზავნილები

წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს პირველი განცხადებით მიმართა. სიტყვაში მან რამდენიმე, წინასაარჩევნო გამოსვლებისგან განსხვავებული გზავნილები გააჟღერა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. ტრამპმა ქვეყნის წინაშე ჰილარი კლინტონის როლსაც გაუსვა ხაზი. მან დაადასტურა, რომ კონკურენტმა არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა და თქვა, რომ ჰილარი კლინტონი ძლიერად იბრძოდა, დიდხანს და ბევრს მუშაობდა და ამერიკელები ვალდებული არიან, მადლიერება გამოხატონ მის მიმართ, ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

დღის ამბები