07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში სარკინიგზო კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა სარკინიგზო კატასტროფას დიდ ბრიტანეთში. შემთხვევა ლონდონში მოხდა, სადაც ტრამვაის შემადგენლობა გადაბრუნდა. საავადმყოფოში 50-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიციამ ტრამვაის მძღოლიც დააპატიმრა, თუმცა ამ დროისთვის მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ. გავრცელებული ცნობით, ტრამვაი დაშვებულზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

დღის ამბები