07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
"უფრო მეტად დაყოფილია ამერიკა ვიდრე გვეგონა" - ჰილარი კლინტონი არჩევნების შედეგებს აფასებს

”ძალიან ვწუხვარ, რომ არჩევნებში ვერ გავიმარჯვეთ" - ასე მიმართა არჩევნების დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონმა ამერიკელ ხალხს და აღიარა, რომ დამარცხების გამო იმედგაცრუებული იყო. ამის მიუხედავად ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტთან მუშაობას აპირებს.

კლინტონმა ნიუ-იორკის სასტუმრო უკვე დატოვა, სადაც ის არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესს ადევნებდა თვალს. შუადღისას კი პირველი კომენტარით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

 „ვიცი რომ იმედგაცრუებულები ხართ, მეც ასე ვარ და ამასვე გრძნობს მილიონობით ამერიკელი. ეს მტკივნეულია და ასე იქნება დიდხანს, მაგრამ გახსოვდეთ, ჩვენი კამპანია არ იყო ერთ არჩევნებზე კონცენტრირებული. ეს იყო იმ ქვეყანაზე ორიენტირებული, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. დავინახეთ, რომ უფრო მეტად დაყოფილია ამერიკა ვიდრე გვეგონა, მაგრამ მჯერა ჩემი ქვეყნის. თუ თქვენ იგივეს ფიქრობთ, უნდა მივიღოთ დღევანდელი შედეგი. დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენ არა მხოლოდ პატივს ვცემთ ჩვენ კონსტიტუციას, არამედ ვუფრთხილდებით და პატივს ვცემთ მას,“ - აღნიშნას კლინტომა.

დონალდ ტრამპს ტელემიმართვით მიულოცა გამარჯვება ბარაკ ობამამ და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე დადებითად შეაფასა ჰილარი კლინტონის პოლიტიკური კარიერა.

 

დღის ამბები