07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ცეცხლმა ავსტრალიაში 270 ჰექტარი გაანადგურა და სიდნეის უახლოვდება

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი სიდნეიდან 60 კილომეტრში, ლონდონ-დერის დასახლებას მიუახლოვდა და 270 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

სტიქიის ზონაში ასკაციანი ბრიგადა და ავიაციაა მობილიზებული, თუმცა მაშველების თქმით, ვითარება უკონტროლა. ძლიერი ქარი ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობენ და ის ნელ-ნელა სიდნეის უახლოვდება. სამაშველო სამსახურმა ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა.


დღის ამბები