07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ტორბიორნ იაგლანდი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს 

„კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს.

ანგარიშში, რომელიც 2016 წლის აპრილიდან სექტემბრის პერიოდს მოიცავს ნათქვამია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს.

იაგლანდის ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე.

ამავე საკითხზე შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა.

„გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები