07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ნიუ-იორკში საშობაო სეზონი გაიხსნა

ნიუ-იორკში საშობაო სეზონი გაიხსნა. პირველი საზეიმო განათებები ტრადიციულად მეისის სავაჭრო ცენტრში ჩართეს, სადაც დეკორატორებმა თემად ჯადოსნური სამყარო აირჩიეს.

სავაჭრო ცენტრის ვიტრინები საშობაო ინსტალაციებითაა გაფორმებული, შენობის შიგნით კი დამთვალიერებელს ნაძვის ხე და სანტა კლაუსი ელოდებათ.

მეისის სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მაღაზია გახდა, რომელმაც 1874 წელს საზეიმო განწყობის შესაქმნელად ვიტრინები საშობაო ინსტალაციებით გააფორმა. 

დღის ამბები