07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ევროპარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კრემლი მედიას ევროკავშირში განხეთქილების შესატანად იყენებს.

ევროპარლამენტართა აზრით, ეს არის მტრული პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს სიმართლის დამახინჯებას, ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის პარალიზებას.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საწინააღმდეგო ზომები მიიღონ. საამისოდ მილიონი ევრო გამოიყოფა. რეზოლუციის მიღებას უკვე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი და იმედი გამოთქვა, რომ რუსულ მედიას შეზღუდვებს არ დაუწესებენ.

დღის ამბები