07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
სროლა ნიუ ორლეანში - დაღუპულია 1 ადამიანი

1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა სროლის შედეგად შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ ორლეანში. ინციდენტი ისტორიულ ფრანგულ კვარტალში მოხდა. დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი. გამოძიება მომხდარის დეტალებს ადგენს.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გახსნას წინ უძღვოდა ორ მამაკაცს შორის შელაპარაკება. პოლიციამ მომხდარზე დროული რეაგირება მოახდინა, რადგან ფეხბურთის მატჩის გამო მათი დამატებითი შემადგენლობა ფრანგულ კვარტალში ისედაც პატრულირებდა.

ეჭვმიტანილებიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დღის ამბები