07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
პრემიერმინისტრის ვიზიტი ბრიუსელში-განსახილველი საკითხი ვიზალიბერალიზაცია იქნება

ვიზალიბერალიზაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბრიუსელში პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში განიხილება.

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროპარლამენტში გამართავს შეხვედრებს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და სხვადასხვა ფრაქციის ლიდერებს გაესაუბრება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ორ დეკემბერს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობს.

ასევე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს.

„სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს, ეს ეხება როგორც უსაფრთხოების თემატიკას რეგიონში, ასევე საქართველოსთან მიმართებაში. საუბარი შეეხება  ასოცირების შესახებ შეთანხმების ინპლემენტაციას, ვიზალიბერალიზაციას, იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, საით უნდა წავიდეს საქართველო  შემდეგ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ.

დღის ამბები