07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ტორნადოების სერია აშშ-ში - არიან დაღუპულები

ალაბამასა და მისისიპის შტატებს ტორნადოების სერიამ გადაუარა. სტიქიამ ალაბამაში ორი ქალაქი დააზარალა. როზალიში ქარბორბალას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. მაშველების ინფორმაცით, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვიც.

ქალაქ იდერში კი ტორნადოს შედეგად 4 მცირეწლოვანი დაშავდა. სტიქიამ რამდენიმე დასახლება დააზარალა მისისიპიშიც, სადაც სამი ტორნადო დაფიქსირდა.

ქარბორბალამ შენობებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. მეტეოროლოგების განცხადებით, ტორნადოების სერია ძლიერი შტორმის გამო ჩამოყალიბდა და ახლა ის ტენესის შტატს ემუქრება.

დღის ამბები