01 ოქტომბერი 2024,   11:12
ვრცლად
ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნობიან

ვარძიაში, ღვთისშობლის მიძინების ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებულ ფრესკებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს კულტურის მინისტრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნობიან.

ტაძარში ცეცხლი ერთი თვის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც გაიჭვარტლა მე-12 საუკუნის ფრესკები.

აღდგენითი სამუშაოები უკვე ერთი თვეა, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.

გაზაფხულიდან კი კონსერვაცია დაიწყება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ფრესკები საბოლოოდ, ხანძრამდე არსებულ სახეს დაიბრუნებს.

„ჩვენ ვაპირებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კოდექსზე მუშაობას. განვიხილავთ იმ რეგულაციებს, რომელმაც პრევენცია უნდა მოახდინოს მსგავსი შემთხვევების,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები