01 ოქტომბერი 2024,   11:14
ვრცლად
გორის გაძარცვულ სინაგოგაში თბილისის დიდი სინაგოგიდან სეფერ-თორები ჩაიტანეს

გორის გაძარცვულ სინაგოგაში თბილისის დიდი სინაგოგიდან სეფერ-თორები ჩაიტანეს. მორწმუნეებმა გრაგნილები გორში იმ მიზნით გაგზავნეს, რომ შაბათის ლოცვა არ ჩაიშალოს.

სინაგოგაში შეკრებილ მლოცველებს ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში შაბთაი ცური შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ გორის სინაგოგა გუშინ გაძარცვეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.  

დღის ამბები