01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 80-93კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოცურების საწინააღმდგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

დღის ამბები