01 ოქტომბერი 2024,   11:10
ვრცლად
ახალციხე-აწყურის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ახალციხე-აწყურის გზაზე. სლესის ციხესთან მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. სულ დაშავდა 6 მგზავრი, 24 წლის მამაკაცის გადარჩენა კი ექიმებმა ვერ შეძლეს.

ავარიის სავარაუდო მიზეზად ძლიერი თოვა სახელდება, რომლის პირობებში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები