01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
შშმ პირებისთვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.

გიორგი მღებრიშვილი რუსთავში ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ გამოცდაში. სპეციალიზებული ავტომობილით პირველ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ. იგეგმება გამოცდის შემდგომი ადაპტირება.

„დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მართვის მოწმობა აიღონ და გამოცდები ჩააბარონ ადაპტირებულ ავტომანქანებზე,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები