01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი საქართველოში ტყის კვირეულს ატარებს

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი საქართველოში უკვე ტრადიციულ ტყის კვირეულს ატარებს.

კვირეულის გახსნის ღონისძიება ჩატარდა მზიურის ტერიტორიაზე, სადაც მოეწყო თემატური ფოტოგამოფენა და ხის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

კვირეულის ფარგლებში 4 დეკემბერს გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება.

„კვირეულში გამორჩეულია გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის ფორმირება, რომელიც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს ამ საკითხების სწორ კომუნიკაციას და პოპულარიზაციას გარემოს დაცვითი თემების. დღეს ვიწყებთ სწორედ ამ კვირეულს, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებებით გაგრძელდება,“ - განაცხადა ტყის კვირეულის ორგანიზატორმა, კახა მაღრაძემ.

დღის ამბები