01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
შს მინისტრმა რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა დაათვალიერა

რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა დაათვალიერა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შენობაში განთავსებულია საცავი, რომელშიც დაცულია სააგენტოს საარქივო დოკუმენტები მთელი საქართველოდან. ამავე შენობაშია თანამედროვე სტანდარტების საწყობი, რომელიც სასაწყობო მასალების შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს.

გიორგი მღებრიშვილმა მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებათა საექსპერტო შემოწმების განახლებული შენობაც დაათვალიერა. 

დღის ამბები