01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
საზოგადეობა "ბათომი" აჭარის მთავრობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას სთხოვს

საზოგადოება ”ბათომი” აჭარის მთავრობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის გადაყენების თხოვნით მიმართავს.

ფარნავაზ მეფის 57-ში არსებულ შენობას მინიჭებული ჰქონდა ძეგლის სტატუსი, თუმცა 2016 წელს მას მოეხსნა სტატუსი, რათა ამ შენობის ადგილას კერძო ინვესტიცია განხორციელებულიყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება აჭარის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს.

თავად მირანდა ჩარკვიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას სუბიექტურ დამოკიდებულებად აფასებს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწეროს.

დღის ამბები