01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
9 წლის გოგონა ადიგენის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ფეხით მიმავალ და-ძმას დაეჯახა. 9 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. ავარიას უვნებელი გადაურჩა ბიჭი.

მძღოლი დაკავებულია. ის ადგილობრივი მცხოვრებია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს.

დღის ამბები