01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
პარლამენტში დღეს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში დღეს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს  განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები. ასევე რეგულირდება ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება შვილად აყვანის გაუქმების საფუძვლებიც. 

 

დღის ამბები