01 ოქტომბერი 2024,   11:15
ვრცლად
„პროვოკატორი და მასკარადის მომწყობი ხართ“- რუსთავში სტუდენტებსა და საკრებულოს წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთავის მერიასთან სტუდენტების აქცია კვლავ მიმდინარეობს. რუსთაველი ახალგაზრდები რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებზე სტუდენტური ტარიფის შემოღებას ითხოვენ. ისინი სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ. 

სტუდენტებს აქციაზე რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდებმა მათგან შეთავზება მიიღეს, რომ ამ საკითხზე ერთობლივად ისაუბრონ, თუმცა სტუდენტები დიალოგზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და სტუდენტური ტარიფი შემოიღონ.

„არ გთვლით ღირსად, რომ პასუხი გაგცეთ, იმიტომ, რომ პროვოკატორი და მასკარადის მომწყობი ხართ,"- მიმართა რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელმა სტუდენტებს. 

რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ სტუდენტურ ტარიფზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათი თქმით, ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულებას მხოლოდ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უფინანსებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები