01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
ბათუ ქუთელია დეოკუპაციის საკითხში საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე და კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს

"დეოკუპაციის საკითხი არის ის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომლის გარშემოც ჩვენ უნდა ავაშენოთ კონსენსუსი“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

მისი თქმით, უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოსა და უკრაინას შორის აბსოლუტურად იდენტურია და ერთიანი მცდელობის შემთხვევაში, რუსეთზე ზეწოლის ეფექტი იქნება გაცილებით მეტი.

როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიევმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სამხედრო შეთახმების განხილვის წინდადება დააყენა. საქართველოსთვის უმნიშვენლოვანესი საკითხის შესახებ ქართულმა საზოაგეობამ უკრაინული მედიის საშუალებით გაიგო. წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარგმოაგენლის კახა იმნაძის განცხადებით, საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილეს, ინიცირების უფლება კი უკრაინას, როგორც საბჭოს დროებით წევრს ჰქონდა.

ინიციატივას მხარი სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. საქართველოს საგარეო საკითხა მინისტრმა კი საკითხზე მხოლოდ ზოგადი განცხადება გააკეთა.

ბათუ ქუთელია ეხმიანება იმ ფაქტს, რომ უკრაინული მხარი ამ ინიციატივის შესახებ საზოგადოებამ პირველად უკრაინული მედიის დახმარებით გაიგო. მისი შეფასებით, რეალურად სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით, საქართველოში არანაირი წინგადადგმული ნაბიჯი არ არის.

მისი აზრით, თუ საქართველოს მთავრობა არსებულ თემას სხვადასხვა ფრონტზე  გაშლის, შესაძლებელია რუსეთის აგრესიული რევანშიზმის შეკავება და პოლიტიკური ნიადაგის შემზადება იმისთვის, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ოკუპანტმა ქვეყანამ უარი თქვას აგრესიულ რევანშიზმზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები