01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
შესაძლო ნეპოტიზმისა და თანამდებობზე პოლიტიკური ნიშნით შერჩევა - "გამჭვირვალობის" დასკვნა

არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებში ნეპოტიზმისა და მაღალ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით ხელმძღვანელთა შერჩევის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. პოლიტიკური გავლენის ნიშნები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებზე ჩატარებული კვლევით გამოავლინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ასევე არსებობს ეჭვი საწარმოებში პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით თანამშრომელთა დანიშვნების შესახებ. ინფორმაცია შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით პროგრამის ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შედეგად მიიღეს. გაირკვა, რომ არა ერთი მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი და ნათესავი სახელმწიფო საწარმოში დასაქმდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ამ საწარმოების ხელმძღვანელ პოსტებზე პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში კვლევაში მოყვანილ ვარაუდებს საერთოდ უარყოფენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, პროცესი საკმარისად გამჭვირვალეა.

კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებული საწარმოების მუშაკთა 90 პროცენტი პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით არის დანიშნულები.

 ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები