01 ოქტომბერი 2024,   11:13
ვრცლად
ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს წუხელ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს წუხელ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კრიზისი ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიულმა მდგომარეობამ გამოიწვია.

გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებში და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია - ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში შვიდ საჯარო სკოლაში სწავლა დროებით შეწყვეტილია.

ამ დროისთვის გაზსადენზე დაზიანება აღმოფხვრილია და გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

ადმინისტრაცია თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში არ მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები.

„უკვე მოხდა 3500 აბონენტზე გაზის მიწოდება. პროცესი გაგრძელდება ხვალ დღის ბოლომდე. დღეს ჩაირთვება გათიშული 50 ათასი აბონენტიდან სავარაუდოდ 35 ათასი,“-განაცხადა სოკარ ჯორჯია გაზის აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორმა დავით ლეკიშვილმა.

დღის ამბები