01 ოქტომბერი 2024,   11:18
ვრცლად
"ვმუშაობთ რომ 2017 წელს სტატისტიკაზე დაფუძნებული პოლიცია ანალიზზე დაფუძნებულმა პოლიციამ ჩაანაცვლოს"-შალვა ხუციშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგია გააცნო. შალვა ხუციშვილმა ასევე განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ შეწყვიტა უწყებამ 2016 წლიდან ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნება.

„სტატისტიკის წარმოება ხდება პროგრამულად, ელექტრონულად, რომელსაც მემორანდუმის მიხედვით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გაზრდილი მაჩვენებელი არის თუ არ არის ამას ობიექტურად, გულწრფელად,  საანგარიშო თვე რომ დამთავრდება დაითვლის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი. ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს და რა აქვს საქსტატს კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით და ვნახავთ ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სჯობს გამოაქვეყნოს თუ ჩვენ მივაწოდოთ და გამოაქვეყნოს საქსტატმა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2017 წელს სტატისტიკაზე დაფუძნებული პოლიცია ჩაანაცვლოს ანალიზზე დაფუძნებულმა პოლიციამ,“-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი სტატისტიკაზე ორიენტირებული პოლიციის პრობლემაზე საუბრობს. სოფო ვერძეული ამბობს, რომ მსგავს ვითარებაში დიდია რისკი, როდესაც კარგი სტატისტიკის სურვილმა  შესაძლოა პოლიციელი უფლებამოსილების გადამეტებისკენ წაახალისოს. მან ყურადღება სტატისტიკის გამოუქვეყნებლობის პრობლემაზეც გაამახვილა.

„სამწუხაროდ ბოლო თვეების განმავლობაში ყოველთვიური სტატისტიკა საქსტატის ვებგვერდზე არ იძებნება და დღეს ჩვენ ვეცადეთ დაგვეზუსტებინა ეს იყო შსს-ს პრობლემა თუ საქსტატის პრობლემა. სამწუხაროდ ბოლომდე ეს საკითხი გარკვეული არ არის თუმცა შს სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ ექნებათ საქსტატთან კომუნიკაცია,“-აცხადებს სოფო ვერძეული.

დღის ამბები