01 ოქტომბერი 2024,   11:11
ვრცლად
2 კვირაა, ავტოიმპორტიორები საკუთარი ტვირთის ნაპირზე გადმოტანას ელოდებიან

2 კვირაა, ავტოიმპორტიორები საკუთარი ტვირთის ნაპირზე გადმოტანას ელოდებიან. სანაპირო ზოლთან დაგროვებული შლამის გამო, სატვირთო გემები ნავსადგურში ვეღარ შედიან. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელები და იმპორტიორები 2 კვირაა, ზარალს განიცდიან.

ქვეყნის მთავარი სამრეწველო და სატრანზიტო ნავსადგურის პარალიზების გამო, პრობლემები შეექმნათ სხვა ტვირთების გადამზიდავებსაც. ფოთის პორტის გაჩერების გამო, ისინი სრულ პასუხიმგებლობას ნავსადგურის ადმინისტრაციას აკისრებენ.

პორტის ადმინისტრაციას ფოთის ნავსადგურში შექმნილ კრიზისზე განმარტება არ გაუკეთებია. კონკრეტული პასუხი მათგან არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ მიუღია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფოთის პორტის პარალიზება პრობლემებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც შეუქმნის და შესაბამისად, ეს ვითარება ჩვენი, როგორც მთავარი სატრანზიტო ჰაბის, იმიჯსაც დააზარალებს.

 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები