01 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
უკრაინულმა პოლიციამ ვიშნოვში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაიწყო

უკრაინულმა პოლიციამ ვიშნოვში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არ კეთდება განმარტება, დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც ახალგაზრდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების თქმით, დაპირისპირებაში, რომელიც ქართველ ახალგაზრდებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაიწყო, ადგილზე გამოძახებული პოლიციაც მონაწილეობდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ხელკეტებით უსწორდებოდათ.

ვიშნოვის საერთო საცხოვრებელში 50-მდე ქართველი სტუდენტი ცხოვრობს. მათი ნაწილის ინფორმაციით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი პოლიციასა და სასტუმროს დაცვასთან პრობლემები შეექნათ.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები