01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს - ახალგაზრდების თქმით, მათ ფიზიკურად პოლიცია გაუსწორდა

კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.  

როგორც ქართველები აცხადებენ, დაცვამ პოლიცია გამოიძახა და სამართალდამცველებმა მათ სცემეს.

ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც. 

ქართველი სტუდენტები განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

დღის ამბები