01 ოქტომბერი 2024,   11:13
ვრცლად
ვის ექნება საინფორმაციო გამოშვება ახალ მედიაჰოლდინგში - კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას ელოდება

ამ დრომდე უცნობია ტელეიმედის, მაესტროსა და GDS-ის გაერთიანების შემდეგ რა ფორმით გააგრძელებს ახალი მედია ჰოლდინგი საქმიანობას. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ კანონმდებლობაში ორი ურთიერთგამომრიცხავი პუნქტია, რომელიც გაურკვევლობას ქმნის. საბოლოოდ გადაწყვეტილებისთვის კი კომისია გარიგების შესახებ დოკუმენტაციას ელოდება.

როგორც ცნობილია ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სამი ტელევიზიის გაერთიანებას მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მაესტროს საინფორმაციო სამსახური გააგრძელებს მუშაობას. არის თუ არა ეს კანონთან წინააღმდეგობაში, ეს უკვე კომუნიკაციების კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

“ექნებათ თუ არა საინფორმაციო გამოშვება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოშვებები ეს თავად მათი გადასაწყვეტია. იმ შემთხვევაში თუ დარჩება საერთო მაუწყებლად არ ექნება საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, მაშინ კომისია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს კანონს ეწინააღმდეგება,”-განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ.

დღის ამბები