მამუკა ღლონტის განცხადებით, გია გაჩეჩილაძეს, მის მფლობელობაში არსებული მაესტროს 55%-დან 25%-იანი წილის გასხვისების უფლება, ღლონტის ნებართვის გარეშე, არ აქვს.
შესაბამისად, ამ 25 პროცენტის გარეშე, ინა გუდავაძეს მფლობელობაში მაესტროს საკონტროლო პაკეტი ვერ ექნება.
ღლონტი ასევე საუბრობს სხვა კეთილსინდისიერ მყიდველზე, რომელიც შესაძლოა დაინტერესდეს როგორც მამუკა ღლონტის, ისე მაკა ასათიანის, ეკა აკობიასა და გია გაჩეჩილაძის წილისზემოთხსენებული 25%-ის შეძენით.
მაესტროს დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი შეიძლება სხვის ხელში აღმოჩნდეს, მაგრამ რამდენად რეალურია გასხვისებისა და სხვა კეთილსინდისიერი მყიდველის საკითხი, ის დეტალებზე არ საუბრობს.