01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
2017-ში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი სრულდება

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ფოტოები გადაიღო და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა მოგვიანებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. კერძოდ, 2017 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი სრულდება.

ამასთან ერთად, საქართველოს პატრიარქს 85 წელი უსრულდება და 2017-ში ასევე უწმინდესის აღსაყდრების 40 წლის იუბილეა. ამ თარიღებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ღონისძიებები დაგეგმა.

„2017 წელს სრულდება 100 წლის თავი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. ასევე არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების დაბადების 85 წლის იუბილე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშნელოვანი თარიღი. შესაძლოა იყოს სამეცნიერო კონფერენციები, ასევე ვფიქრობთ, რომ ჩავატაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და დავპატიჟოთ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები