01 ოქტომბერი 2024,   11:14
ვრცლად
მამუკა ღლონტი მაკა ასათიანს მოუწოდებს "მაესტროს" წილი "იმედს" არ მიყიდოს

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მეწილე მამუკა ღლონტი მაკა ასათიანს მოუწოდებს არ მიყოდოს საკუთარი წილი იმედს. ღლონტის თქმით, შესაძლოა სულ მალე კეთილსინდისიერი მყიდველი გამოჩნდეს, რომელმაც შესაძლოა მაესტროს წილები იყიდოს.

მაესტროს დამფუძნებელი აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძეს 25%-ის გაყიდვის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მყიდველი მისი თვალსაზრისით, კეთილსინდისიერი იქნება.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ გამოჩნდეს, თუ არ გამოჩნდა უკვე, კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც დააფინანსებს მაკას წილის შესყიდვას და რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას გია გაჩეჩილაძესთან მისი 25%-ის შეძენაზე და ჩვენ უფლება მივცეთ გია გაჩეჩილაძეს იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს მიყიდოს თავისი წილი და იმავდროულად, ჩვენც მივცეთ იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს ჩვენი 20%. შესაბამისად, ის საპნის ბუშტი, რომელიც დახატეს ირაკლი რუხაძემ და ინა გუდავაძემ, რომ თითქოს მათ შეიძინეს მაესტროს საკონტროლო პაკეტი, შეიძლება გასკდეს,“- განაცხადა მამუკა ღლონტმა

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები