01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
ბიზნესის თვალსაზრისით „მაესტროს“ ასეთი წილის ფლობა აზრს მოკლებული იყო - მაკა ასათიანის ადვოკატი

მაკა ასათიანმა მაესტროს წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებაზე განცხადება უკვე გააკეთა. ადვოკატი ირაკლი კორძახია მიიჩნევს, რომ ღლონტისა და სხვა მეწილეების მხრიდან თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, საქმე სასამართლოში დავის რეჟიმში გადავა და საკითხი კანონის შესაბამისად გადაწყდება.

მამუკა ღლონტის განცხადებით, შესაძლოა გამოჩნდეს ახალი ინვესტორი, რომელიც მაესტროს შესაძენად მეტ თანხას გადაიხდის და მაკა ასათიანს მოუწოდებს იმედს წილი არ მიყიდოს. ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის აზრით, დღეს სხვა გარიგებაზე საუბარი არასწორია.

„თუ ჩვენ ამ დროისათვის წილი გასხვისებული გვექნა, ჩვენ ვერაფერს ვეღარ შევცვლით, გუშინ განვაცხადეთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით იმედის წარმომადგენლებზე და დღეს საუბარი სხვა გარიგებაზე ჩვენი აზრით, არასწორია. ხოლო ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, მაკა ასათიანი აღმოჩნდა უმცირესობაში, ვეღარ ახდენდა გავლენას გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ბიზნესის თვალსაზრისით, ასეთი წილის ფლობა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული,“ - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

ავტორი: ნათია გოგსაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები