01 ოქტომბერი 2024,   11:18
ვრცლად
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი არის დაზარალებული,“ - კოტე ჩოკორაია

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი არის დაზარალებული,“ - საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია რუსთავი 2-ის საქმეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო.

კოტე ჩოკორაიას თქმით, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ანტიკონსტიტუციური ნორმების საფუძველზე მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა.

ჩოკორაიას შეფასებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი დაზარალებულია იმ საკანონმდებლო რეფორმის საფუძველზე, რომელიც ზაფხულში განხორციელდა.

„ე.წ. გახმაურებული საქმეები, რომელზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით და ვსაუბრობდით იმაზე, რომ სწრაფი გადაწყვეტილება იყო საჭირო, ამ ცვლილებებმა მთავარ მიზანს მიაღწია და ეს მიზანი იყო, რომ გაჭიანურებულიყო საქმეები და დროზე არ მიღებულიყო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები