01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
იტალიელი მილიონერი საქართველოს Orange Santa გახდა

ექსტრავაგანტული მილიონერი, რომელიც წელს სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის Orange Santa იქნება. ჯანლუკა ვაკის დებიუტი ახალ ამპლუაში უკვე შედგა.

საქართველოს ბანკის ახალი საახალწლო რეკლამა იტალიელი მილიონერის სახლში გადაიღეს. მარი ნაკანი ამ ყველაფერს საკუთარ ფოტო ობიექტივზე აფიქსირებდა და მისი თქმით, მეუღლეები გადაღებაზე ბოლომდე დაიხარჯნენ.

იტალიელი მილიონერი ჯანლუკა დიჯეის ამპლუაში პირველად Orange Santa-ს ვიდეოში გამოჩნდა, 2017 წელს კი კლუბებში დაკვრას რეალურად იწყებს.

„არასდროს მინახავას ბანკი, რომელც ფულზე არ საუბრობს და ადამიანის სიამოვნებაზეა ორენტირებული. ძალიან მომეწონა და ამიტომაც დავთანხმდი. ეს ჩემი პირველი სარეკლამო გამოცდილება იყო და ძალიან ვისიამოვნე,“ - აცხადებს ჯანლუკა ვაკი.

ავტორი: სალომე ბენაშვილი.

დღის ამბები