01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
შალვა მოსიძეს 80 წელი შეუსრულდა

დღეს შალვა მოსიძეს 80 წელი შეუსრულდა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში მაესტროს იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მის მიერ დაფუძნებული გორის ქალთა კამერული გუნდი იღებდა, ასევე საქართველოს სახელმწიფო კაპელა. მაესტროს იუბილე მისმა მოსწავლეებმაც მიულოცეს.

„80 წელს რომ გადასცდები, ეს ალბათ ბევრს ნიშნავს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. დიდი მადლობა თბილისის კონსერვატორიას ასეთი ყურადღებისთვის და გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას,“ - განუცხადა შალვა მოსიძემ ჟურნალისტებს.

დღის ამბები