01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
მოსახლეობა კვლავ ბერი ნიკოლოზის გასახლების ითხოვს - ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული

დაპირისპირების ასაცილებლად კვლავ გვიანობამდე იყო მობილიზებული პოლიცია ზესტაფონის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა კორპუსიდან ბერი ნიკოლოზის გასახლებას ითხოვს.

ადგილობრივები ბერ ნიკოლოზს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ, თუმცა მისი მრევლის მტკიცებით, ის არავისთვის არ წარმოდგენს საფრთხეს.

პატრიარქის მდივნის განმარტებით, ბერ ნიკოლოზს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მღვდელმსახურების უფლება 15 წლის წინ შეუჩერდა.

დღის ამბები